"გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა, ბიჭო? რას წერს შსს მინისტრზე მანჩო გიორგობიანი?

მანჩო გიორგობიანი დაკავებამდე, წინადღეს, შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. მისი სტატუსიდან ჩანდა, რომ მისი გაღიზიანება ქუჩაში პოლიციის მიერ მისი ოჯახის წევრის გაჩერებას მოჰყვა.
"გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა, ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან! ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში, არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემ გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო. გაწყინათ ჩემმა ქებაიმ და დიდებაიმ! მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, მზის სხივი კი არა ხარ, ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში! ტყვიას ტყვიაში კი ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან - ხილიანსკი!
ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად, შე თავხედო, რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?! როგორც გადმოგატრიალეთ, ისე გადაგატრიალებთ! ნუ დამაბრუნებ ძველ დროში, რესპუბლიკის კრიმპოლის უფროსი რომ მოვახსნევინე ბიძინაჩვენს, ქალაქის კრიმპოლის უფროსი, მისი მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბიჭებს ნარკოტიკს რომ უდებდნენ, პატიმრებთან უსაქციელობისთვის მოვახსნევინე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, მაშინ მინისტრზე მეტი უფლებებით იყო და ამ დეკეულს ზედ ქათამივით წავაკალი ბათუმის ციხის უფროსიც, მოვაბოლტინე ყველა!
მიფრთხილდით, ახალგაზრდებთან რამე არ შეგეშალოთ, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში, თორემ განახებთ პროტესტი რას ქვია, შტურმით რომ ავიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს! გავლენის აგენტი სალომე კი არ ვარ, ტრისტატიშიჩიანი მიტინგები ვშალო, გადაგივლით კატოკივით! ნე ბუდიტე ვო მნე ზვერია!"- დაწერა სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანმა, თუმცა მოგვიანებით მან ეს პოსტი სოციალური ქსელიდან აიღო.
ასეთი სტატუსის დაწერამდე ჰქონდათ თუ არა კითხვები სამართალდამცავებს მანჩო გიორგობიანთან, 2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებამდე ის დაბარებული ჰყოლოდათ პოლიციაში, დაკითხვაზე და იქიდან გამოსულმა დაწერა შემდეგ ეს სტატუსი.
