"სისხლძარღვი მოიწვა, გაჩერდა სისხლდენა და რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს

"სისხლძარღვი მოიწვა, გაჩერდა სისხლდენა და რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს

  • ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი სახ­ლში გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლში მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვს სის­ხლის კოლ­ტე­ბი ამოჰ­ქონ­და, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებ­მა ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს და ექი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. მა­ლე­ვე თომა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"რომ ჩა­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა, აჩ­ვე­ნეს ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნი სის­ხლი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი უკვე სახ­ლში, ჩა­ხე­დეს ყელ­ში და კარ­გა­დაა ყვე­ლა­ფე­რი, ეგ რაც აწუ­ხებ­და მო­ი­შო­რაო და 4 სა­ა­თი და­ვაკ­ვირ­დე­თო, ბავ­შვი აჭი­კ­ჭი­კეს, ალა­პა­რა­კეს, და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხი­ფა­თოდ ვერ შე­ა­ფა­სეს, არც ეხო გა­და­უ­ღეს, რომ ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა გა­მო­ე­რი­ცხათ!

"ჩა­უყ­ვა­ნი­ათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სის­ხლდე­ნით, ექიმს უთ­ქვამს და­ვაკ­ვირ­დე­თო და პა­ლა­ტა­ში გა­უშ­ვი­ათ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­მას სის­ხლის ამო­ღე­ბუ­ლი კოლ­ტე­ბის ფოტო უჩ­ვე­ნე­ბია ექი­მის­თვის" - წე­რენ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლე­ბი.

კლი­ნი­კა გი­დის დი­რექ­ტორი დი­მიტ­რი მხე­ი­ძე ამბობს : 

  • ოთხშა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი. რო­გორც ხდე­ბა მე­ო­რე დღეს გა­ე­წე­რა ჩვე­უ­ლებ­რივ. მე­სა­მე დღეს დაბ­რუნ­და უკან, რად­გან დე­დამ შე­ამ­ჩნია რო­გორც გი­თხართ სის­ხლი­ა­ნი ნა­ღე­ბი­ნე­ბი. დი­ლას მო­ვი­და, 10 სა­ა­თი ხდე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­წყო ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. და­ეხ­მარ­ნენ ბავ­შვს, ბავ­შვი არ აღებ­და პირს და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ანეს­თე­ზია. უნდა და­ე­ძი­ნე­ბი­ნათ, უბ­რა­ლოდ მა­ნი­პუ­ლა­ცია იყო სა­ჭი­რო, რომ მო­ეწ­ვათ სის­ხლძარ­ღვი. და­ა­ძი­ნეს ბავ­შვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სის­ხლძარ­ღვი მო­იწ­ვა, გა­ჩერ­და სის­ხლდე­ნა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბავ­შვის გული გა­ჩერ­და.
  • რომ და­ა­ძი­ნეს  სის­ხლძარ­ღვი მალე მო­იწ­ვა. მა­ნი­პუ­ლა­ცია დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, სის­ხლდე­ნა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და ამ დროს გა­უ­ჩერ­და გული.
  •  არის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა. არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს ჯერ­ჯე­რო­ბით რომ რა­ი­მე ვერ­სი­ებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზას. ერთი რამ შე­მიძ­ლია და­დას­ტუ­რე­ბით ვთქვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩა­უ­ტარ­და. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­მაც და მის­მა მკურ­ნალ­მა ექიმ­მა. მე პი­რა­დად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვეხ­მა­რე­ბო­დი, ყვე­ლა ფეხ­ზე ვი­ყა­ვით და მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თეთ, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო იმ ქი­რურ­გის პრაქ­ტი­კა­შიც პირ­ვე­ლია და მე სა­ერ­თოდ ნა­ნა­ხიც არ მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
  • ყვე­ლა­ზე სა­ში­ში არის ნა­დე­ბის მოძ­რო­ბა, რომ ძვრე­ბა იქ ბევ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბია, რო­მე­ლიც ნა­დებს, ასე ვთქვათ, კვე­ბავს, ნა­დე­ბის ქვეშ არის, ამი­ტომ იქ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი მიკ­რო სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან მო­დის სის­ხლი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლის და­კარ­გვა ხდე­ბა ამ დროს. რა­ღა­ცის გამო მოხ­და, ან ჩა­ახ­ვე­ლა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა ძლი­ე­რად ან იყ­ვი­რა, შე­იძ­ლე­ბა ეტ­კი­ნა რა­ღა­ცა, რა იყო ზუს­ტი მი­ზე­ზი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­ტყვი. რე­ა­ლუ­რად სის­ხლძარ­ღვი­დან წა­მო­ვი­და სის­ხლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. მძი­მე ფაქ­ტია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვე­ბა ექიმს ეს, მი­თუ­მე­ტეს ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. ჩათ­ვა­ლეთ რო­გორც სტკი­ვა ოჯახს, ისე სტკი­ვა ზუს­ტად ქი­რურ­გსაც და ყვე­ლა იმას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და ცდი­ლობ­და ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას. დე­დაც იქ იყო და ყვე­ლა უყუ­რებ­და რა­საც ვა­კე­თებ­დით. უფ­ლის წი­ნა­შე ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი. უფ­ლის წი­ნა­შე ვა­გებთ ყვე­ლა პა­სუხს ჩვენ საქ­ცი­ელ­ზე და მე პი­რა­დად რაც ვნა­ხე იქ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავს დავ­დებ და ხატ­ზე და ბიბ­ლი­ა­ზე და­ვი­ფი­ცებ, რომ მაქ­სი­მუ­მი გა­კეთ­და. მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უბ­რა­ლოდ აღარ იყო.

­

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით