“არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ მი­მი­ცია ჩვე­ნე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მან სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა არა ცენ­ტრა­ლუ­რი გა­სას­ვლე­ლი­დან, არა­მედ გვერ­დი­თა შე­სას­ვლე­ლი­დან და­ტო­ვა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პა­სუ­ხი გას­ცა მხო­ლოდ ერ­თა­დერთ კი­თხვა­ზე: „მის­ცა თუ არა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა?“

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 1-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ეკა ბარ­ბა­ქა­ძემ მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილს სხვა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც და­უ­წეს­და. კერ­ძოდ კი, მას პას­პორ­ტი ჩა­მო­ერ­თვა და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლა აეკ­რძა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეს და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
17-10-2025, 19:26
დაწვრილებით