კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურის განცხადება

კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურის განცხადება

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

"ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქოს სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კობ­რი­ვი უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და არას­რულ­წლო­ვან შვილს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 2025 წლის 23 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 137-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ე“ და მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია