დაკავებულია პირი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა: ბიჭის ცხედარი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს - უმძიმესი ამბის დეტალები

დაკავებულია პირი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა: ბიჭის ცხედარი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს - უმძიმესი ამბის დეტალები

  • ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია ქალი, რო­მე­ლიც 32 წლის ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვილს მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა და მი­ი­მა­ლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია  შსს-ში და­ა­დას­ტუ­რეს.

 32 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი, ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა გურ­ჯა­ა­ნი-ბა­კურ­ცი­ხის შე­მოვ­ლით გზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დეგ მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­გაზ­რდას ეძებ­დნენ, რად­გან სახ­ლში არ დაბ­რუნ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ცოტა მო­შო­რე­ბით, გზის პი­რას იყო და­ღუ­პუ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში ცხოვ­რობ­და დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად. გლო­ვაა მის სო­ფელ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ითხო­ვენ დამ­ნა­შა­ვის გა­მოვ­ლე­ნას და დას­ჯას.

“ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. გარდაცვლილია ვალერი მათიაშვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ადრე დაობლდა, ძმებს მამა გარდაეცვალათ და დედამ ობლობაში გაზარდა. ორივე ძალიან, ძალიან მშრომელები არიან. დედას მხარში ედგნენ. ვალერი მექანიზატორი იყო, ტრაქტორზე მუშაობდა, 32 წლის, უაღრესად კეთილი და პატიოსანი, მლოცველი, მართლმადიდებელი ბიჭი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება დადებითი თქვა, ეს შემიძლია გითხრათ მასზე. ყველას უყვარდა სოფელში. ფიზიკურად შრომობდა, ტრაქტორით დადიოდა შეწამვლაზე, მრავალწლიან კულტურებზე, საჭიროებისამებრ ემსახურებოდა მომხმარებელს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
8-10-2025, 20:49
დაწვრილებით