"ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი" - რა განცხადება გაკეთდა სუს-ში

"ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი" - რა განცხადება გაკეთდა სუს-ში

სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ი­კი­თხა. ამის შე­სა­ხებ სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ ძაგ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და აღი­ა­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტი“, - აღ­ნიშ­ნეს უწყე­ბა­ში.

ამას­თან, სუს-ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა არ­სე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმ­სჯე­ლებს რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბის დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის, ასე­ვე, მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხზე.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი, კომ­პლექ­სუ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც წინა დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ი­მარ­თა ბრი­ფინ­გი ერთ-ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ერთ-ერთ და­კა­ვე­ბულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­მა­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ დღეს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­მო­ი­კი­თხა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და აღი­ა­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა არ­სე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმ­სჯე­ლებს მის მი­მართ, რო­გორც მისი ქმე­დე­ბის დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის, ასე­ვე მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხზე, რაც ასე­ვე ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
17-10-2025, 19:26
დაწვრილებით