“4 არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, წიხლებით შედგნენ...“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში: შსს-მ გამოძიება დაიწყო

“4 არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, წიხლებით შედგნენ...“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში: შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე არ­სე­ბულ ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მო­ლა­რე­სა და კონ­სულ­ტანტს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

შსს-ის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვან­მა ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის ქურ­დო­ბა სცა­და, რისი აღ­კვე­თაც მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სცა­დეს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, მათ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ, მა­ღა­ზი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია