სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
„ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა... დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა - შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა... უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს...
არსებული ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
FB კომენტარები
