ავარიის შედეგად ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი და ორსული დედა

ავარიის შედეგად ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი და ორსული დედა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ოჯახის რვა წევრი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულები - 2-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი, დედა, მისი ორსული ქალიშვილი და ქალიშვილის პარტნიორი არიან. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ.

ოჯახის ფურგონი ნახევრადმისაბმელიანი მანქანის შეჯახების შედეგად დაიწვა.

მაშველებმა ფურგონში მყოფი შვიდი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს. მერვე მსხვერპლი მოგვიანებით დადასტურდა.

გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სატვირთო მანქანა ფურგონს „ძალიან ახლოს მიჰყვებოდა“.

შემთხვევის გამო სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავეს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ჩანგლით დაუსახიჩრა სახე და თვალები... პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... საწყალმა გოგომ მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები ახლა მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა

10-10-2025, 21:31
დაწვრილებით
"თბილისის ზღვის ასახვევთან მოხდა საშინელი ავარია, რომელსაც ჩემი შვილის მეგობარი გოგონა შეეწირა, ჩემს შვილს კი მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა... ვეძებ გამვლელ ბიჭს, რომელიც მონიშნულია ფოტოზე" - ავარიაში დაშავებული პირის მამა მიმართვას ავრცელებს

3-09-2025, 19:16
დაწვრილებით