მგზავრის გარდაცვალების გამო რამდენიმე მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურება - რა დეტალებია ცნობილი?

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალების გამო მგზავრებს ვერ ემსახურება სამგორის, ისნისა და ვარკეთილის მეტროსადგურები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრის გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს" - განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.
