"არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა..." - რას წერს ილია თოფურია?

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 11 ოქტომბერს, ესპანეთი-საქართველოს მატჩამდე ჯერ ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა, ხოლო შემდეგ მატჩსაც დაესწრო.
ერთი დღით ადრე, ილია ესპანელი ფეხბურთელების ბაზაზეც იმყოფებოდა, რამაც ქართველი გულშემატკივრის ნაწილი გაანაწყენა.
ილია ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება.
ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ.
ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა", - წერს ილია თოფურია
FB კომენტარები
