ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს 20 000- ლარიანი გირაო შეეფარდა - რა განაცხადა აკადემიკოსმა სასამართლოში

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს 20 000- ლარიანი გირაო შეეფარდა - რა განაცხადა აკადემიკოსმა სასამართლოში

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ აკა­დე­მი­კოსს, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო გი­რაო შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

სა­სა­მარ­თლოს გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა.

  • ბრალ­დე­ბის მხა­რის თქმით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის პრო­ფე­სია, ასა­კი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა 20 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს ოდე­ნო­ბით.

დაც­ვის მხა­რემ კი უარ­ყო ბრალ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტი არ და­ე­თან­ხმა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და მო­სა­მარ­თლეს პი­რა­დი თავ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა. დაც­ვის მხა­რის თქმით, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს თავ­დებ­ში ოთხი პირი და­უდ­გე­ბა - მისი ვაჟი, ექი­მი კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ გო­მე­ლა­უ­რი, ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვი­ლი.

სი­ტყვის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა და მო­სა­მარ­თლეს უთხრა, რომ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის.

„არ ვთვლი, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნე. ყოფ­ნით ვი­ყა­ვი იქ, მაგ­რამ მე და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია, ვას­რუ­ლებ­დი ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო მო­ვა­ლე­ო­ბას აქ­ცი­ის და­წყე­ბი­დან მის ბო­ლომ­დე. ხალ­ხს გა­ვუ­წიე პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და დღე­საც იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი. ვემ­ხრო­ბი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და აქ­ცი­ა­ზეც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია.

ახლა რო­გორ უნდა გავ­ხდე 71 წლის ასაკ­ში სა­ში­ში, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე სულ სი­კე­თე მაქვს ნა­კე­თე­ბი. სა­ში­ში არას­დროს არც ვყო­ფილ­ვარ და არც ვიქ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პო­ლი­ცი­ამ ექი­მი, აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ და­ა­კა­ვა. მისი და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. დღეს კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა იმის თა­ო­ბა­ზე რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­პა­ტიმ­რო გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით