საბერძნეთში ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახის არეში უმძიმესი ჭრილობები მიაყენა - რას წერს მომხდარზე ბერძნული მედია

საბერძნეთში 43 წლის მამაკაცმა 38 წლის მეუღლე, რომელიც 3 თვის ორსულია, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩანგლით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ცოლ-ქმარი ქართული წარმომავლობისაა.
მხედველობის შესანარჩუნებლად ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, ნაყოფი უვნებელი გადარჩა.
ბერძენმა სამართალდამცველებმა კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
- შემთხვევა გასულ ორშაბათს, ათენში მოხდა. ქალი სახის, ხელების და მუცლის არეში მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. როგორც მედია წერს, ის სრულად სისხლით იყო დაფარული.
ქალი საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
FB კომენტარები
