"ღამით გასროლის ხმა გაიგეს ავტოფარეხიდან... ცხედარი მეზობლებმა ნახეს" - რას ჰყვებიან გლდანის ციხის ყოფილ დირექტორზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, გოგიბერაშვილის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. "ტვ პირველთან" საუბრისას ისინი ჰყვებიან, რომ გვიან ღამით გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ავტოფარეხთან მივიდნენ და დავით გოგობერიშვილი იპოვეს გარდაცვლილი. ამის შემდეგ ის გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა ზუსტად.
ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
FB კომენტარები
