თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო“ - პაატა ბურჭულაძე

თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო“ - პაატა ბურჭულაძე

“თქვენ თუ ჩემ­ში ხე­დავთ ტე­რო­რისტს, მზად ვარ და­ვი­სა­ჯო, თუ არა, მა­ინც მზად ვარ და­ვი­სა­ჯო“, - ამის შე­სა­ხებ მოძ­რა­ო­ბა „რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა 4 ოქ­ტომ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ირ­გვლივ.

„მინ­და მოვ­ყვე, რა ის­ტო­რი­უ­ლი დღე იყო 4 ოქ­ტომ­ბე­რი. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, შე­იკ­რი­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­ყა­ვით, რად­გან ვიგ­რძე­ნით, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა იყო და ეროვ­ნუ­ლი კრე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. ერ­თად მი­ვი­ღეთ დეკ­ლა­რა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო და­ღუპ­ვის გზა­ზეა და ის გა­და­სარ­ჩე­ნია. სულ ცოტა ხანი და­ჭირ­დე­ბა, როცა მეც­ნი­ე­რე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი დას­ხდე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ დღეს, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბის დღეს... რომ არ მცოდ­ნო­და მე ვინ ვარ, ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ტე­რო­რის­ტი ვარ. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს, რომ აქ ტე­რო­რის­ტე­ბი სხე­დან - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს, ახალ­გაზ­რდებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. მე რომ მო­ვუ­წო­დებ­დი ვინ­მეს დანა და­არ­ტყი, მო­კა­ლიო, და­ი­ჯე­რებთ? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. კი მო­მა­ძა­ხეს სხვა ქვე­ყა­ნა­შიო, მაგ­რამ მე ბავ­შვებს ვეხ­მა­რე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა…

და­ვი­ნა­ხე, რომ ჯე­ბი­რი მო­ტე­ხი­ლი იყო, გა­დავ­ძვე­რი და „რო­ბო­კო­პებ­თან“ მი­ვე­დი. აქეთ მე ვა­ჩე­რებ­დი, აქეთ მურ­თა­ზი, იქით - მე, რომ რამე შე­ტა­კე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ამას ეძა­ხი­ან, რომ ჩვენ ვე­ძახ­დით ხალ­ხს ძა­ლა­დო­ბის­კენ?. ერთხელ მო­მას­ხეს სპრეი, მე­ო­რედ, მე­სა­მედ, მერე ცუ­დად გავ­ხდი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მა­თავ­სეს. შე­მო­ვი­და ეს ახალ­გაზ­რდა, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი [თორ­ნი­კე მარ­სა­გიშ­ვი­ლი] 7-8 თან­მხლე­ბი პი­რით. ჩემ­ში ბენ ლა­დე­ნი ნა­ხეთ? წნე­ვას მი­ზო­მავ­დნენ, ავ­ტო­მა­ტე­ბით და­მად­გნენ, მერე იტყვით, რა­ტომ არ უყ­ვარს პო­ლი­ცია ხალ­ხს... ადრე კა­ნონს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დით, ახლა - რე­ჟიმს. თქვენ თუ ჩემ­ში ხე­დავთ ტე­რო­რისტს, მზად ვარ და­ვი­სა­ჯო, თუ არა, მა­ინც მზად ვარ და­ვი­სა­ჯო“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად); 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) და 317-ე მუხ­ლით (მო­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ლაშა ბე­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით