შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა - რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რებ­მა, ასე­ვე ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ დრო­ი­სათ­ვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მე­ტე­ხის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­კი­თხვე­ბი.

„მიმ­დი­ნა­რე წლის, 3 ოქ­ტომ­ბერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში, შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

პო­ლი­ცია უმოკ­ლეს დრო­ში გა­მო­ცხად­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­სა და ტაძ­რის მსა­ხურ პი­რებს შო­რის, მე­ტე­ხის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მო­იქ­მნა მცი­რე კონ­ფლიქ­ტი. ტაძ­რის მსა­ხუ­რებს გა­მო­ე­სარ­ჩლ­ნენ იქვე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რის შემ­დგო­მაც სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ვა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­სში“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით