"ცნობილი "ინფლუენსერი" კრიმინალ ქმართან ერთად, საქართველოში 100 შვილის გაზრდას გეგმავს"

"ცნობილი "ინფლუენსერი" კრიმინალ ქმართან ერთად, საქართველოში 100 შვილის გაზრდას გეგმავს"

ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი წყვი­ლი, გა­ლიფ და ქრის­ტი­ნა ოზ­თურ­ქე­ბი, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ისევ მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. ამ­ჯე­რად ვრცე­ლი სტა­ტია Mirror-მა მი­უ­ძღვნა, სა­თა­უ­რით: "27 წლის დედა, რო­მელ­საც 22 შვი­ლი ჰყავს მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბულ კრი­მი­ნალ ქმარ­თან ერ­თად, შო­კის­მომ­გვრელ და­პი­რე­ბას დებს".

ქრის­ტი­ნა ოზ­თურ­ქი 2021 წელს მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­უღ­ლეს­თან, გა­ლიფ­თან ერ­თად 22 შვი­ლი სუ­რო­გა­ცი­ის გზით შე­ე­ძი­ნა. (გა­ლი­ფი ნა­სა­მარ­თლე­ვია: მას თურ­ქეთ­ში მკვლე­ლო­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი და ბა­თუმ­ში მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და).

ინფლუ­ენ­სერ­მა, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნერ კრი­მი­ნალ ქმარ­თან ერ­თად 22 შვი­ლის ყო­ლის ამ­ბის შემ­დეგ ონ­ლა­ინ ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რი მო­ი­პო­ვა, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას­თან დიდი ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, შო­კის­მომ­გვრე­ლი ახა­ლი და­პი­რე­ბა დადო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვილს უკვე 22 შვი­ლი ჰყავს, ის კვლავ აპი­რებს შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას სუ­რო­გა­ცი­ის გზით, რათა მი­აღ­წი­ონ მათ მიერ ნახ­სე­ნებ მი­ზანს, 100-ზე მეტი ბავ­შვი ჰყავ­დეთ.

27 წლის ქრის­ტი­ნა ოზ­თურ­ქს შვი­ლე­ბი ჰყავს ბიზ­ნეს­მენ გა­ლიფ ოზ­თურ­ქთან ერ­თად, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პა­ტიმ­რო­ბი­დან. ის სას­ჯელს ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­თვის იხ­დი­და.

2020 წლის მარ­ტი­დან 2021 წლის ივ­ლი­სამ­დე წყვილ­მა სუ­რო­გა­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 180,000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ამ ამ­ბავ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ 22 ბავ­შვი­დან 20 თით­ქმის ერთ წელ­ში და­ი­ბა­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 22 შვი­ლი უკვე ბევ­რია, ქრის­ტი­ნა და გა­ლი­ფი სა­ერ­თო ჯამ­ში 100-ზე მეტი ბავ­შვის ყო­ლა­ზეც კი სა­უბ­რობ­დნენ. თუმ­ცა ამა­ში ხელი ოზ­თურ­ქის და­ჭე­რამ შე­უ­შა­ლათ.

ახლა ქრის­ტი­ნამ პი­რო­ბა დადო, რომ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი­დევ მეტი შვი­ლი ეყო­ლე­ბა. წყვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სუ­რო­გა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ბავ­შვებს ცოტა გაზ­რდი­ან.

გა­ლიფ ოზ­თურ­ქის კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა

გა­ლიფ ოზ­თურ­ქს სტამ­ბოლ­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა 1996 წელს მი­ე­სა­ჯა, თა­ნამ­შრომ­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით. 2018 წელს, მას შემ­დეგ, რაც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა, ის თურ­ქე­თი­დან გა­იქ­ცა, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ე­წყო.

გა­ლი­ფი არის Metro Tourism-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო გა­დამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა.

ზა­ფხულ­ში ქრის­ტი­ნამ ქმრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა Instagram-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით აღ­ნიშ­ნა. "მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია“ - წერ­და ის. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მან ბა­თუმ­ში მდიდ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო - ქა­ლაქ­ში, სა­დაც 32 წლით უმ­ცრო­სი ქრის­ტი­ნა და გა­ლი­ფი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ და შე­უყ­ვარ­დათ.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Metro Tourism-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ცი­ხი­დან პრო­ბა­ცი­ით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია