"მთელი სვანეთი ტირის მზეოს და ლევანს... 4 ვაჟკაცს ზრდიდნენ... ტრაგედია საღამოს საათებში მოხდა, მანქანა მდინარეში გადავარდა" - რას ჰყვებიან მესტიაში

წუხელ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
- გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. წყვილს ოთხი შვილი დარჩათ.
"დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, რატომ ასეთი მწარე ბედისწერა? ოთხი პატარა ბავშვი დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა. ტირის მთელი მესტია. წყალში იყვნენ გადავარდნილი, ლევანი წუხელვე ამოიყვანეს და მზეო ახლახან იპოვეს, ამოიყვანეს ენგურიდან " - ამბობენ დაღუპულის ახლობლები.
ფაქტმა შეძრა მთელი მესტია. ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით და ემშვიდობებიან წყვილს, რომელიც ყველას უყვარდა.
