სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია - რა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში?

სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია - რა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში?

სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის თი­ა­ნე­თი - ახ­მე­ტა - ყვა­რე­ლი - ნი­ნი­გო­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 123-ე კი­ლო­მეტრზე, სო­ფელ კა­ბალ­თან, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ კა­ბა­ლის­ხე­ვის ხიდი ჩა­კე­ტა.

  • შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით - ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გურ­ჯა­ა­ნი–ჭა­ბუ­კი­ა­ნი–აფე­ნი–კა­ბა­ლის გზით და სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი–ბა­კურ­ცი­ხე–ლა­გო­დე­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით.

  • ცნო­ბის­თვის, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ ვერ­ხვის მინ­დორ­სა და კა­ბალ­ში, სა­დაც გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ და ნა­ლექ­მა მდი­ნა­რე არე­შის და კა­ბა­ლის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია.

დატ­ბო­რი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი, ეზო­ე­ბი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი.

მძი­მე ვი­თა­რე­ბაა სო­ფე­ლი გან­ჯა­ლა­ში (კა­ბა­ლის თემი).

"ხალ­ხი ითხოვს დახ­მა­რე­ბას!!! მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლი­დან გას­ვლა უნდა!!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ფერი ის­მა­ი­ლო­ვა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით