"ტრაგედია მოხდა, ბიძა და დისშვილი დაიღუპნენ... მანქანა მაღალი სიმაღლიდან გადავარდა" - თუშეთის ავარიის დეტალები

თუშეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავარდა. მანქანაში სხვა მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
- ავტოავარიის შედეგად 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძა და დისშვილი იყვნენ.
შემთხვევა სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ილო იდიძე და მისი დისშვილი ლევან ბახტურიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდან იყვნენ და სოფელ ფარსმაში ცხოვრობდნენ, სადაც კაფეს ამუშავებდნენ. შემთხვევა თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილებს მაშველებმა და ადგილობრივებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.