რატომ არ დააკავეს კახეთში მამაკაცის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილია ტაქსის მძღოლი - რას ამბობენ შსს-ში?

გუშინ, სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, ლაგოდეხში 50 წლის (ტაქსის მძღოლი) მამაკაცი დააკავეს. როგორც ჭაბაშვილი აღნიშნავს, ტაქსის მძღოლი ლაგოდეხიდან არის, შემთხვევა კი დედოფლისწყაროში მოხდა. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს და სავარაუდო დაზარალებული, მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლის დაკავება არ დაადასტურა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. სავარაუდო დაზარალებული მამაკაცია. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა მომხდარის დეტალები დადგინდეს.