ძალადობაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა, ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ბრძოლა წააგო

15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა, ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ბრძოლა წააგო. ვიბლიანი ასპარეზობდა ორივე მკლავში და დამარცხდა რუს (ნეიტრალური დროშის ქვეშ), კანადელ და უკრაინელ სპორტსმენებთან
17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს დასრულებიდან რამდენიმე საათში მან ქვეყანა დატოვა და ბულგარეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა
FB კომენტარები