ტრაგედია სენაკში - წყლის სისტემის რეაბილიტაციისას ამწედან მილი გადმოვარდა და მუშას დაეცა: ის ადგილზე დაიღუპა

სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
- არსებული ინფორმაციით, წყლის მილი, რომელიც ამწეს გადაჰქონდა, გადმოვარდა და ერთ-ერთ მუშას დაეცა.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
FB კომენტარები