რუსთავში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში დაკარგული მოზარდი, რევაზ დათაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით ნახეს.
ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
მოზარდის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში 15 სექტემბერს დაიწყო.
FB კომენტარები