ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - რა ხდება ბესიკის ქუჩაზე?

ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - რა ხდება ბესიკის ქუჩაზე?

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მოსულ მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა ახალგაზრდებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნენ.

სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ადგილზე რამდენადმე პირი დააკავა.

პოლიციამ ერთი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია