14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს

რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
ვერძი
დღე გაატარეთ ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ ნუ ეცდებით მათთან კამათს, დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ნუ მიატოვებთ, თორემ დროთა განმავლობაში აუცილებლად ინანებთ.
კურო
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან. ურთიერთსაყვედურები კარგ შედეგს არ მოგიტანთ.
ტუპები
დღეს უმჯობესია უარი თქვათ ახალ ნაცნობობაზე: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს.
კირჩხიბი
დღეს ეცადეთ, რომ ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ. ადამიანებს გაუჭირდებათ იმის გაგება, თუ რას ელით მათგან. თუ შესაძლებელია, სხვა დროისთვის გადადეთ ყველა თხოვნა და სურვილი.
ლომი
სხვა ადამიანების პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება არ არის მიზანშეწონილი - არც სამსახურში და არც ოჯახში: კოლეგებისა და ახლობლებისგან მადლიერებას მაინც ვერ მიიღებთ, მაგრამ ბევრი მოისურვებს თქვენს გაკრიტიკებას რაიმე არასწორი ქმედებისთვის.
ქალწული
უმჯობესია უარი თქვათ ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე, თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ თქვენი შრომით ნაშოვნი ფულის წყალში გადაყრა. ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ მას ფარული დეფექტი აქვს.
სასწორი
არ უნდა ჩაერიოთ სხვა ადამიანების ჩხუბში. კონფლიქტის მონაწილეები, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, საბოლოოდ შერიგდებიან და შესაძლოა, თქვენ ორივე მხარისთვის დამნაშავე აღმოჩნდეთ.
მორიელი
შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი - თუნდაც უმნიშვნელო - დოკუმენტის ხელმოწერისას, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მისი ტექსტი, განსაკუთრებით წვრილი შრიფტით დაწერილი - ყველა საფრთხე და ხაფანგი, როგორც წესი, იქ იმალება.
მშვილდოსანი
ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ ტოქსიკური ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვისი ენერგიით "იკვებებიან", მაგრამ განსაკუთრებით დღეს: ისინი გამოგწურავენ მთელ ენერგიას, რაც აუცილებელია ცხოვრებისა და სამუშაოსთვის, ამიტომ მოერიდეთ მათ.
თხის რქა
თქვენთვის წარმატების გასაღები ზომიერებაა ყველაფერში, საკვებიდან დაწყებული ემოციების გამოხატვით დამთავრებული, რაც დღეს შეიძლება გადაჭარბებული იყოს და საფრთხე შეუქმნას თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას.
მერწყული
დღეს უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერ - თუნდაც უმნიშვნელო - ფინანსურ ტრანზაქციაზე - მოსალოდნელი მოგების ნაცვლად შეიძლება ზარალი მოგიტანონ, ამიტომ არ უნდა გარისკოთ თქვენი შრომით ნაშოვნი ფულით.
თევზები
დღეს განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ დაუფიქრებელი ან დაუდევარი ფრაზების წარმოთქმას, რისკავთ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ან უფროსთან. სანამ კომენტარს გააკეთებთ, ათამდე დაითვალეთ.