"რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში. ჩემი თავი მე ასეთი მომწონს" - შორენა ბეგაშვილის უახლესი ფოტოები და პასუხი..

სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების მისამართით ხშირად ვხვდებით კრიტიკას და უარყოფით კომენტარებს. ამჯერად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში შორენა ბეგაშვილი და მამუკა ურუშაძე მოექცნენ.
- წყვილი თურქეთში ერთობლივ დასვენებას აგრძელებს და შორენა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც ერთ-ერთი მომხმარებლის კრიტიკა დაიმსახურა.
"ვაიმე ამ ტუჩებს რას უშვრება, სად მიჰყავს ეს სილამაზე. ზედმეტი არაფერი ვარგა, ახლა არ დამაყაროთ კომენტარები, ყველას გვაქვს აზრის დაწერის უფლება და არა აგრესია," - წერს ერთ-ერთი ადამიანი ფოტოს კომენტარებში.
- შორენამ კრიტიკას მკაცრად უპასუხა:
"ნატულიკ, მე სახელითაც ვერ გცნობ, ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში. ჩემი თავი მე ასეთი მომწონს," - აღნიშნა შორენამ.
FB კომენტარები