"უბედურება ტრიალებს ქალაქ ბარში" - იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

იტალიაში, ქალაქ ბარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად , ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა. ტრაგედია 2 სექტემბერს მოხდა.
როგორც იტალიური მედია წერს, 40 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ემიგრანტი თიკო ოთარაშვილია.
"მეგობრებო უბედურება ტრიალებს ქალაქ ბარში...გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო ემიგრანტი" - წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
FB კომენტარები