"ეს რა დღეში ჩაგვყარე, შვილო" - ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ნოკა ხურციძე, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი. დაილოცოს უფალო შენი განგება, შენც კარგები გყვარებია. ნოკა, მოგიკვდეს მამიდა, შვილო, შემართებით ვარო, მეუბნებოდი... ეს რა დღეში ჩაგვყარე, შვილო, სიტყვები არა მაქვს, რომ ვანუგეშო შენი გამწარებული მშობლები, გოჩა და აზა. ვაიმე, მუხთალო წუთისოფელო..." - წერს სესილი ზარნაძე.
როგორც სესილი ზარნაძე ამბობს, ნოკა ხურციძეს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ფილტვზე სიმსივნის აგრესიული ფორმა განუვითარდა და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი ბიჭის საფრანგეთიდან თურქეთში სამკურნალდ გადაყვანას გეგმავდა.
FB კომენტარები