შემზარავი ფაქტი ჩოხატაურში _ 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

შემზარავი ფაქტი ჩოხატაურში _ 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

შემზარავი ფაქტი მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა.

როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია მე-8 კლასელი გოგონა გუშინ გაუჩინარდა. დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართა. როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვიყვება, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება.


“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო სახლში დილით დაბრუნდა.


ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, გოგონა  დედასთან ერთად დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მამაკაცი, სავარაუდოდ, იმერეთიდან არის.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” სოფელში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

“მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ პრესცენტრს”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

“გურია ნიუსმა” კომენტარის მისაღებად შსს-ს მიმართა.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს”, _ გვითხრეს შსს-ში.

ჩვენი ინფორმაციით, 30 წლის კაცმა, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, მიმალვა შეძლო და სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
რესტორანში კაცმა წამოიყვირა პირველი შვილის მამა გავხდი და ყველას ჩემს ხარჯზე გაუმასპინძლდითო,რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემხვდა ეს კაცი 4-5 წლის შვილთან ერთად და ვკითხე რატომ მოიტყუეთქო,ისეთი პასუხი გამცა დავმუნჯდი
რესტორანში კაცმა წამოიყვირა პირველი შვილის მამა გავხდი და ყველას ჩემს ხარჯზე გაუმასპინძლდითო,რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემხვდა ეს კაცი 4-5 წლის შვილთან ერთად და ვკითხე რატომ მოიტყუეთქო,ისეთი პასუხი გამცა დავმუნჯდი
5-08-2025, 16:17
დაწვრილებით