ამოღებულია 33 ძირი კანაფი - პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ამოღებულია 33 ძირი კანაფი - პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით ერ პირი და­ა­კა­ვეს.

  • რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ.

და­ნა­შა­უ­ლი 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გ.მ. - ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი ე.წ გრო­უ­ბოქ­სე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი "მცე­ნა­რე კა­ნა­ფის“ 33 ძირი. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 265-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია