თბილისში სკვერში მიტოვებული ჩვილი იპოვნეს..კალათში დედის წერილი იდო...

თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. კალათში წერილიც იდო. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა. წერილში დედა საკუთარ შვილს მიმართავს და წეარმატებებს უსურვებს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში nodar mjavia ავრცელებს.
აი რა ეწერა წერილში. გთავაზობთ წერილში მოცემულ ტექსტს:
,
„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.
.
შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.
,
არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა.
.
ძალიან ბევრი კი მიტოებული ჩვილების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს, რაც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
საინტერესოა რა გზას გადის ჩვილი მიტოვებიდან ახალ ოჯახამდე, როდის და რა პირობებით ხდება მისი გაშვილება და რატომ არის ამხელა რიგი იმ ოჯახებისა, რომლებსაც ბავშვების შვილად აყვანა სურთ.
.
ამ კითხვებზე პასუხები სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ გაგვცა.
როგორც ის ამბობს, ჩვილის მიტოვების შემთხვევაში პირველი და პრიორიტეტული მისი მშობლის მოძებნაა, მაგრამ თუ ეს ვერ ხდება, იწყება სოციალური მომსახურების სააგენტოს პროცედურები.