აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს ვრცლად პირველ კომენტარში….

აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს - ჭრილობა თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ვრცელდება ვერსია, რომ გასროლა, სავარაუდოდ, სამსახურებრივი იარაღიდან მოხდა.
"პირველები" დილიდან ცდილობს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში იმის გარკვევას, თუ რა გახდა სამხედროს გარდაცვალების მიზეზი. თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სამხედრო თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში მსახურობდა, თუმცა ამბობენ, რომ კაცი ამ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
"ტვ პირველს" უწყებისგან არ მიუღია პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჭრილობა, რომლითაც გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე, იყო თუ არა სამსახურებრივი იარაღიდან მიყენებული.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლა მთავარი კითხვაა, რა გახდა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი და ჰქონდა თუ არა მას შვებულებაში სამსახურებრივი იარაღი.
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში "პირველებმა" გარდაცვლილი სამხედროს თანამშრომლებს დაუსვა კითხვები, როდის ნახეს ბოლოს ოფიცერი და შვებულებაში წასვლამდე ხომ არ ჰქონია სამსახურში ვინმესთან კონფლიქტი - ერთადერთი, რასაც ადგილზე "პირველებს" უდასტურებენ" არის ის, რომ გარდაცვლილი სწორედ აღმოსავლეთ სარდლობაში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა.