"ბათუმში მუშაობდა, იქიდან ჩამოსულა სპეციალურად, მეუღლე და შვილები დასასვენებლად რომ წაეყვანა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწიეს" - რას ჰყვება ავარიის გამო დაღუპულ ცოლ-ქმარზე ოჯახის ახლობელი?

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგით. დაღუპულია ცოლ-ქმარი, ხოლო მათი ორი შვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ახალციხიდან , ცოლ-ქმარი დარბაიძეები შვილებთან ერთად ბათუმისკენ მიემგზავრებოდნენ რა დროსაც მოხდა ავარია, ხვიჩა დარბაიძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე მოგვიანებით,კლინიკაში. ეხლა ექიმები მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. არის ვარაუდი, რომ ხვიჩას საჭესთან ჩაეძინა, ამ დროს მანქანაში ყველას ეძინა.ამბობენ რომ მანქანა რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა და შემდეგ ტრაილერს შეეჯახა.
FB კომენტარები