მეტროსადგური "ვარკეთილი" ხვალიდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს, თუმცა შეცვლილი სამუშაო განრიგით - რა ინფორმაციას ავრცელებს მერია

მეტროსადგური "ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურები
FB კომენტარები