ავარია ბორჯომში — დაღუპულია 2 და დაშავებულია 3

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
FB კომენტარები