„კოლაგენი ნაოჭებს 3 კვირაში ვერ გააქრობს“ - რას გვიშავებს თვითნებურად დალეული დანამატები: ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

„კოლაგენი ნაოჭებს 3 კვირაში ვერ გააქრობს“ - რას გვიშავებს თვითნებურად დალეული დანამატები: ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

დღეს სოციალური ქსელები თუ სატელევიზიო რეკლამები დანამატების ნამდვილ ბუმს გვთავაზობენ: ზოგი „მარადიულ ახალგაზრდობას“ გვპირდება, ზოგი კი ენერგიის მოზღვავებას.

შედეგად, ვიტამინების მიღება თანამედროვე ცხოვრების წესად და ერთგვარ მოდად იქცა.

თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ეს „ჯანმრთელობის აბები“ და რა იმალება ლამაზი შეფუთვის მიღმა? სად გადის ზღვარი საჭიროებასა და საფრთხეს შორის?

 ბოლო წლებში ძალიან ტრენდული გახდა საკვები დანამატები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვიტამინებსა და მინერალებს. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. ერთი შეხედვით, თითქოს უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან ისინი ბუნებრივი პროდუქტებია და ჩვენს ორგანიზმშიც არსებობენ, მაგრამ ეს ასე არ არის - შესაძლებელია, ზოგიერთმა მათგანმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. როდესაც რომელიმე საკვები დანამატის მიღებას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს პროფესიული ინფორმაცია. მე არ ვგულისხმობ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რჩევებს. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რასაც თითოეული მათგანი შეიცავს, ამიტომ, იქნება ეს საკვები დანამატი თუ მიკრო და მაკრო ელემენტი, უმჯობესია, ის ექიმმა დანიშნოს.

„D ვიტამინი პანაცეა არ არის“ - როდის იწვევს ის ინტოქსიკაციას და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას


- გადის წლები და D ვიტამინის „მოდა“ არ კარგავს აქტუალურობას, მას ხშირად პანაცეად აღიქვამენ...

  • D ვიტამინი განსაკუთრებით პოპულარული კოვიდ-პანდემიის დროს გახდა. მას მანამდეც იცნობდა სამედიცინო საზოგადოება, თუმცა რამდენიმე ათწლეულის წინ მხოლოდ ბავშვთა ასაკში რაქიტთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ ის ორგანიზმის 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესშია ჩართული და დღეს ლიტერატურაში მას მოიხსენიებენ, როგორც „ჰორმონ D-ს“. ხშირ შემთხვევაში ხდება მისი პოპულისტური გამოყენება და აღმატებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ბოლო პერიოდის კვლევებით, D ვიტამინს კოვიდის მკურნალობაში არანაირი ეფექტურობა არ ჰქონდა. თუმცა არსებობს ბევრი სტატია იმის შესახებ, რომ იმ ადამიანებში, ვისაც D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა, კოვიდი მწვავედ მიმდინარეობდა. უკვე დადასტურებული დაავადების დროს მის მიღებას პროცესზე გავლენა აღარ ჰქონდა.
  •  ნაკლებობა იწვევს დაღლილობას, უენერგიობას, ხშირ ავადობას, რადგან მას დიდი ზემოქმედება აქვს იმუნურ სისტემასა და ძვლოვან სისტემაზე (განსაკუთრებით ბავშვებში). ხანდაზმულებში კი საჭიროა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებისთვის, რომ არ განვითარდეს ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი. სწორედ ამ ჩივილების შემთხვევაში ხდება დიაგნოსტიკა და დანიშვნა.
  •  D ვიტამინი ერთ-ერთია იმ ვიტამინთაგან, რომელიც ზედოზირებისას ინტოქსიკაციას იწვევს. ხშირად ადამიანები, მეგობრების, მეზობლების რჩევით იღებენ სამკურნალო დოზას და არა საპრევენციოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დიდი რაოდენობით დაგროვება სისხლში, რაც იწვევს თირკმელებში კენჭის წარმოქმნას, შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, გულის რიტმის დარღვევას, ზედმეტ ოფლიანობასა და თავის ტკივილსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს დეფიციტი აქვს, აუცილებელია დიაგნოსტირება და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშვნა.
  • რაც შეეხება კოლაგენს 

    კოლაგენი მხოლოდ კანის გაახალგაზრდავებას არ ემსახურება; მისი როლი დიდია ძვალ-სახსროვან სისტემაში, სისხლძარღვების ელასტიკურობაში, მყესებისა და იოგების ჩამოყალიბებაში. ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება. დღეს ბაზარზე ბევრი ტიპის კოლაგენია. მას აქვს ეფექტი, მაგრამ არა ისეთი, რასაც ბევრი ელოდება - რომ 3-4 კვირაში ნაოჭები გაქრება. როცა ეფექტს ვერ ხედავენ, თვითნებურად უმატებენ დოზებს, რაც დაუშვებელია. აუცილებელია ზომიერების დაცვა. წყალსაც კი, თუ არაზომიერად მივიღებთ, შეუძლია ზიანი მოუტანოს ორგანიზმს.

  •  იმისათვის, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, მნიშვნელოვანია, ერთხელ მაინც მოხდეს დიაგნოსტირება და გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. მხოლოდ ასე გვეცოდინება, რა დოზირებითა და ინტერვალებით შეგვიძლია მივიღოთ ესა თუ ის ელემენტი.

13-02-2026 18:00
7
FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით
"მედიკამენტზე მითითებული ვადის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ წამალი უსარგებლო ან მავნებელი ხდება... ზოგიერთ წამალს 90%-ზე მაღალი რჩება პოტენციალი" - რომელი ვადაგასული წამლების გამოყენება შეიძლება გადაუდებელი შემთხვევების დროს და რომლებს არ ეხება ეს წესი
"მედიკამენტზე მითითებული ვადის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ წამალი უსარგებლო ან მავნებელი ხდება... ზოგიერთ წამალს 90%-ზე მაღალი რჩება პოტენციალი" - რომელი ვადაგასული წამლების გამოყენება შეიძლება გადაუდებელი შემთხვევების დროს და რომლებს არ ეხება ეს წესი
18-12-2025, 22:51
დაწვრილებით