კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (19-25 იანვარი): ვის ელის ფინანსური იღბალი და ვის - ახალი სიყვარული?

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (19-25 იანვარი): ვის ელის ფინანსური იღბალი და ვის - ახალი სიყვარული?

იან­ვრის მო­რი­გი კვი­რა მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტით იწყე­ბა, რაც სა­უ­კე­თე­სო დროა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მე­დი­ტა­ცი­ის­თვის. ვერ­ძე­ბი და ლო­მე­ბი სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებს და­ი­კა­ვე­ბენ, ხოლო თევ­ზე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი სა­კუ­თა­რი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბით შეძ­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოქ­ცე­ვას.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მერ­კუ­რი პო­ზი­ტი­ურ კავ­შირს ამ­ყა­რებს სა­ტურნ­სა და ურან­თან, რაც ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნის მეც­ნი­ე­რე­ბის, ბიზ­ნე­სი­სა და გა­ნათ­ლე­ბის­თვის. თხის რქებ­სა და მერ­წყუ­ლებს საქ­მი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბე­ბი დიდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს, ქალ­წუ­ლებ­სა და ტყუ­პებს კი ვურ­ჩევთ, რჩე­ვის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტულ და უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თონ. კვი­რის შუა პე­რი­ოდ­ში ბევ­რს გა­უმ­ძაფ­რდე­ბა ინ­ტუ­ი­ცია. მო­რი­ე­ლე­ბი, თხის რქე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის აზ­რე­ბის წა­კი­თხვა­საც კი შეძ­ლე­ბენ, ხოლო ტყუ­პე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ მე­დი­ცი­ნა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში.

სამ­შა­ბათს ვე­ნე­რა­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა ორგვა­რო­ვან ენერ­გი­ას შე­მო­ი­ტანს. ერთი მხრივ, ეს ას­პექ­ტი ახალ რო­მან­ტი­კულ და სექ­სუ­ა­ლურ გან­ცდებს გპირ­დე­ბათ, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, იზ­რდე­ბა თაღ­ლი­თო­ბი­სა და სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გახ­ვე­ვის რის­კი. მო­რი­ე­ლე­ბი და ვერ­ძე­ბი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან და ფი­ნან­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შან­სიც მი­ე­ცე­მათ. კუ­რო­ებს, თევ­ზებ­სა და სას­წო­რებს შე­საძ­ლოა ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­უ­წი­ოთ. ოთხშა­ბა­თი­დან მარ­სის გავ­ლე­ნა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რაც ვერ­ძებ­სა და მო­რი­ე­ლებს არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ უბიძ­გებს. კირჩხი­ბე­ბი და თევ­ზე­ბი ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნო­ბენ, კუ­რო­ე­ბი და სას­წო­რე­ბი კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახალ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყე­ბენ ვინ­მეს­თან სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვი­დან.

კვი­რის ბო­ლოს მზი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა ბევ­რს გა­დამ­წყვე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ უბიძ­გებს. წარ­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი აწ­მყო­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, ხოლო მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყე შე­საძ­ლოა ახ­ლობ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ში და­გი­პი­რის­პირ­დეთ. ვერ­ძე­ბი და ლო­მე­ბი შე­საძ­ლოა დრო­ე­ბით გან­მარ­ტოვ­დნენ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გა­და­სა­ფა­სებ­ლად. მო­რი­ე­ლე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბულ ქა­რიზ­მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ხოლო ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებს ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით მო­აგ­ვა­რე­ბენ.

ვერ­ძი

კვი­რა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა­სა და მკვეთრ ემო­ცი­ას მო­გი­ტანთ, რაც ძი­რი­თა­დად პი­რად ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ წამ­გე­ბი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას და ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. კვი­რის ბო­ლოს უმ­ჯო­ბე­სია გან­მარ­ტოვ­დეთ და სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ხე­დოთ.

კურო

თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის, კრე­დი­ტე­ბის ან მემ­კვიდ­რე­ო­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. შე­საძ­ლოა გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში აღ­მოჩ­ნდეთ, თუმ­ცა მათ­გან უდა­ნა­კარ­გოდ გა­მოს­ვლას შეძ­ლებთ. ბევ­რი კურო ახალ რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში გა­და­ეშ­ვე­ბა, რაც თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში მიმ­ზიდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნით იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ტყუ­პე­ბი

კვი­რის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ფრთე­ბი შე­გეს­ხმე­ბათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო. და­ი­ნა­ხავთ რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვას ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში აქ­ცენტს ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თებთ. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბელ სის­ტე­მას.

კირჩხი­ბი

აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვეთ ბა­ლან­სი შრო­მა­სა და დას­ვე­ნე­ბას შო­რის. მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ახალ იდე­ებს მო­გაწ­ვდით და სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რა­საც მი­ი­ღებთ. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში თა­მა­შის წე­სე­ბის შეც­ვლას მო­ინ­დო­მებთ, ხოლო ისი­ნი, ვინც ჯერ კი­დევ ეძებთ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნებს გა­და­ხე­დავთ.

ლომი

წარ­მა­ტე­ბას ის ლო­მე­ბი მი­აღ­წე­ვენ, რომ­ლე­ბიც გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას შეძ­ლე­ბენ. კვი­რის შუა პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნი­ლი ნაც­ნო­ბო­ბა თქვენს მო­მა­ვალ­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. კვი­რის ბო­ლოს შე­საძ­ლოა ში­ნა­გან­მა პრობ­ლე­მებ­მა შე­გახ­სე­ნოთ თავი, ამი­ტომ უქ­მე­ე­ბი უმ­ჯო­ბე­სია სიმ­შვი­დე­ში გა­ა­ტა­როთ.

ქალ­წუ­ლი

კვი­რის და­სა­წყის­ში ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო სფე­რო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეთ. პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სა­კი­თხე­ბი გა­ირ­კვე­ვა. კვი­რის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას და მო­ე­რი­დეთ გა­დატ­ვირ­თვას.

სას­წო­რი

მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით, რაც ყვე­ლა სფე­რო­ზე აი­სა­ხე­ბა. ად­ვი­ლად და­ამ­ყა­რებთ ახალ ნაც­ნო­ბო­ბას, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი კი სწრა­ფად მოგ­ვარ­დე­ბა. ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლი ხარ­ჯე­ბის გამო ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა ეს თქვენს გან­წყო­ბა­ზე არ იმოქ­მე­დებს.

მო­რი­ე­ლი

თქვენ­ზე პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად იმოქ­მე­დებს. კვი­რა დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მოვ­ლე­ნე­ბით, ხოლო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია საქ­მე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს, ფი­ნან­სუ­რად კი შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდის რე­ა­ლუ­რი შან­სი გა­გიჩ­ნდე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი

ახალ სფე­რო­ებ­ში შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნას. მე­წარ­მე­ებს ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა გაქვთ. კვი­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გირ­ჩევთ ეკო­ნო­მი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დახ­ვი­დეთ და ემო­ცი­ურ ფონ­ზე ფული არ ხარ­ჯოთ. თქვე­ნი თვით­შეგ­რძნე­ბა პირ­და­პირ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ონ­ზე.

თხის რქა

გირ­ჩევთ ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოთ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს და კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას. ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ახლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბი აი­ძუ­ლებს თხის რქებს, გა­და­ხე­დონ თა­ვი­ანთ გეგ­მებს, რაც სა­ბო­ლო­ოდ სა­სი­კე­თო აღ­მოჩ­ნდე­ბა. მგზავ­რო­ბი­სას ეცა­დეთ მარ­ტო არ იყოთ.

მერ­წყუ­ლი

მოვ­ლე­ნე­ბის სიმ­რავ­ლე იმა­ტებს, თუმ­ცა ბევ­რი სა­კი­თხი თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად მოგ­ვარ­დე­ბა. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი თქვენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ამი­ტომ ნუ მო­გე­რი­დე­ბათ ახ­ლობ­ლებს რჩე­ვა სთხო­ვოთ. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, შე­საძ­ლოა სახ­სრებ­მა შე­გახ­სე­ნოთ თავი.

თევ­ზე­ბი

ეს კვი­რა მდი­და­რი იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი მიგ­ნე­ბე­ბი­თა და იდე­ე­ბით. ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­რე­ბი სხვებ­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი გახ­დე­ბა. რო­მან­ტი­კულ სფე­რო­ში პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით რო­გორც არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან, ისე ახალ ნაც­ნო­ბებ­თან. უქ­მე­ებ­ზე მო­ე­რი­დეთ სტრესს, რათა ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი სიმპტო­მე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ.

20-01-2026 20:31
391
FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით